Sunday, March 13, 2016
მეცხრე დღე
დავასრულეთ სასწავლო პროექტის მეცხრე მოდული, კოლეგებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერუვნული ცენტრის ისტ ტრენერს ქალბატონ ნინოს, საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგკურსისთვის. :)
Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
დავასრულეთ პროექტის მერვე მოდული, განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ სასწავლო გარემო, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ასევე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ. ეს ტრენინგი დამეხმარება, დავგეგმო სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.
Wednesday, March 9, 2016
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასაწავლო პროცედურების ნაწილზე, დავგეგმეთ და დროში გავწერეთ თითუეული დეტალი, პროქტის დაწყებიდან, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებასა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას მოსწავლეებში. აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება პროექტის ორგანიზებაში და მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაში.
Monday, March 7, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)