Sunday, February 28, 2016

მეოთხე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით შეფასების მეთოდებს და რუბრიკებს. ტრენინგი დამეხმარება თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, რომ დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.

Saturday, February 27, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

27.02.2016წ. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. გამოვავლინეთ,  სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები, რომელთა მიღწევა გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები.
შევქმენით პროექტისთვის ბუკლეტი, გავაფორმეთ სურათებით.
ტრენინგი დამეხმარება, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, რომ სწავლება იყოს საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული.

Sunday, February 21, 2016

ტრენინგის მეორე დღე

21.02.2016 წ. ტრენინგის მე-2 დღე, ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო. შევარჩიეთ პროექტისთვის კონკრეტული თემა. ჩამოვაყალიბეთ მიზნები და ამოცანები. გავუზიარეთ ერთმანეთს,  ჩვენი ხედვები და მისწრაფებები. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნის სტრუქტურაზე და დავსახეთ მოკლევადიანი გეგმები.

Saturday, February 20, 2016

ტრენინგის 1-ლი დღე

ტრენინგის პირველი დღე დავუთმეთ და განვიხილეთ პროექტების სწავლება, რომელიც მნიშვნელოვანია და დიდი გამოწვევაა 21-ე საუკუნის.