Sunday, March 13, 2016
მეცხრე დღე
დავასრულეთ სასწავლო პროექტის მეცხრე მოდული, კოლეგებმა წარმოადგინეს სასწავლო პროექტის გეგმა და დამხმარე მასალები, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერუვნული ცენტრის ისტ ტრენერს ქალბატონ ნინოს, საინტერესო და პროდუქტიული ტრენინგკურსისთვის. :)
Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
დავასრულეთ პროექტის მერვე მოდული, განვიხილეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ სასწავლო გარემო, პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისათვის და როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. ასევე ავტვირთეთ ჩვენი პორტფოლიო და გამოვაქვეყნეთ. ეს ტრენინგი დამეხმარება, დავგეგმო სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად.
Wednesday, March 9, 2016
მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ პროექტის სასაწავლო პროცედურების ნაწილზე, დავგეგმეთ და დროში გავწერეთ თითუეული დეტალი, პროქტის დაწყებიდან, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებასა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას მოსწავლეებში. აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება პროექტის ორგანიზებაში და მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინებაში.
Monday, March 7, 2016
Sunday, February 28, 2016
მეოთხე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები, რომელთა გარშემოც გამოიკვეთა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით შეფასების მეთოდებს და რუბრიკებს. ტრენინგი დამეხმარება თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, რომ დავგეგმო მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება.
Saturday, February 27, 2016
ტრენინგის მე-3 დღე
27.02.2016წ. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე. გამოვავლინეთ, სტანდარტით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები, რომელთა მიღწევა გვსურს. მათზე დაყრდნობით დავსახეთ სასწავლო მიზნები, გამოვყავით მნიშვნელოვანი ცნებები.
შევქმენით პროექტისთვის ბუკლეტი, გავაფორმეთ სურათებით.
ტრენინგი დამეხმარება, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, რომ სწავლება იყოს საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული.
შევქმენით პროექტისთვის ბუკლეტი, გავაფორმეთ სურათებით.
ტრენინგი დამეხმარება, თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები, რომ სწავლება იყოს საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული.
Sunday, February 21, 2016
ტრენინგის მეორე დღე
21.02.2016 წ. ტრენინგის მე-2 დღე, ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო. შევარჩიეთ პროექტისთვის კონკრეტული თემა. ჩამოვაყალიბეთ მიზნები და ამოცანები. გავუზიარეთ ერთმანეთს, ჩვენი ხედვები და მისწრაფებები. ვიმუშავეთ ბუკლეტის შექმნის სტრუქტურაზე და დავსახეთ მოკლევადიანი გეგმები.
Saturday, February 20, 2016
ტრენინგის 1-ლი დღე
ტრენინგის პირველი დღე დავუთმეთ და განვიხილეთ პროექტების სწავლება, რომელიც მნიშვნელოვანია და დიდი გამოწვევაა 21-ე საუკუნის.
Subscribe to:
Posts (Atom)